2024 წლის 27 მაისს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ტარდება სტუდენტთა (ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის) სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში გამარჯვებულებს გადაეცემა ფულადი ჯილდო:
I ადგილი - 500 ლარი
II ადგილი - 300 ლარი
III ადგილი - 200 ლარი
2024 წლის 24 მაისამდე ჩატარდება კონფერეციის პირველი საკათედრო ეტაპი, საუკეთესო მომხსენებლები მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის ფინალურ ეტაპზე (2024 წლის 27 მაისს).
მნიშვნელოვანი თარიღები : 17 მაისი - სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენა
20-24 მაისი - საკათედრო ეტაპი
27 მაისი - ფინალური პრეზენტაცია
სამეცნიერო ნაშრომების გაფორმების წესი მოცემულია კონფერენციის ბროშურაში (იხ.მიბმული ფაილი).